პროექტის გეგმა და რეფლექსია
EUROPEAN LITERARY
PASSPORT
აქტუალობა:
პროექტის საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ მრავალმხრივ გამოცდილებასა
და ცოდნას სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ციფრული მოქალაქეობისა და ტრადიციების შესახებ.
მათ ექნებათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან, რაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ევროპული კულტურული დიალოგისა და ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის.
მიზანი:
- გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის ადათ-წესები;
- გაუზიარონ ერთმანეთს ტრადიციები და დამეგობრდნენ;
- მიიღონ მეტი ინფორმაცია ციფრული წიგნიერების შესახებ;
- ჩაერთონ საერთო აქტივობებში;
- ხელი
შეუწყონ ეროვნული ტრადიციების დაცვას და პატივი სცენ სხვათა
კულტურას;
- გაიცნონ უცხოელი მოსწავლეები;
- გააუმჯობესონ ლექსიკური მარაგი;
- განივითარონ ციფრული უნარები ონლაინ რესურსების გამოყენებით;
- უკეთ გააცნობიერონ გლობალური მოქალაქეობის მნიშვნელობა.
საგნები: ხელოვნება, ინგლისური ენა, ისტორია
მოსწავლეთა ასაკი და რაოდენობა: VIII კლასი, 10 მოსწავლე
კავშირი ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან:
- Iუცხ.საბ.10 – კულტურათშორისი დიალოგის ხელშეწყობა;
- Iუცხ.საბ.8 – კომუნიკაციისას წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი
და გადაჭრის გზების დასახვა;
- Iუცხ.საბ.4 – ზეპირი კომუნიკაციის დამყარება ენობრივი ცოდნის
გამოყენებით;
- Iუცხ.საბ.9 – სოციოკულტურული რეალიების ამოცნობა და სხვაობების
გათვალისწინება.
დაგეგმილი და
განხორციელებული აქტივობები:
- ლოგოსა და პოსტერის შექმნა და საუკეთესოს შერჩევა;
- წიგნის არჩევა და მასთან დაკავშირებული აქტივობები;
- საშობაო მისალოცი ბარათების დამზადება;
- საშობაო რეცეპტის გაზიარება;
- „რაპუნცელ“-ის ჩვენება და ინსცენირება;
- რესურსის შექმნა „რაპუნცელის“ სიტყვების გამოყენებით;
- ფოტოგამოფენის მოწყობა აქტივობების საფუძველზე;
- eTwinning-ის დღის აღნიშვნა;
- ბავშვთა დაცვის დღე;
- პოეზიის დღე;
- მოთხრობის დაწერა თემაზე „მოგზაურობა“.
შედეგების ანალიზი:
პროექტის შედეგად შეიქმნა საერთო ისტორია, რომელიც აერთიანებს
სხვადასხვა კულტურულ ელემენტებს. იგი წარმოდგენილი იქნება ციფრული ან ბეჭდური პუბლიკაციის
სახით, სადაც ასახული იქნება მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები და თანამშრომლობა.
ვირტუალური კულტურული გამოფენა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს წარმოაჩინონ საკუთარი
მემკვიდრეობა. ამ ონლაინ გალერეაში მოსწავლეები გააზიარებენ პრეზენტაციებს, სპექტაკლებსა
და საკუთარ მხატვრულ პროცესს. ყოველთვიურად შეიქმნა შინაარსობრივი მასალა, რომელიც
ასახავს სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების ასპექტებს. პროექტის საბოლოო შედეგი იქნება
ერთობლივი ნარატივი, რომელიც ასახავს მოსწავლეების საერთო გამოცდილებას და სწავლებას.
ფოტო და ვიდეომასალა:
ყველა ფოტო-ვიდეო მასალა ატვირთულია
თვინსფეისზე და ბლოგზე
თვინსფეისის
რეფლექსია
პროექტში მონაწილეობდნენ საბერძნეთი,
თურქეთი, საქართველო, პოლონეთი, პორტუგალია, ხორვატია, ლატვია, რუმინეთი და იორდანია.
პირველ შეხვედრაზე განისაზღვრა პროექტის მიზანი და გეგმა, დაგეგმილი აქტივობების ჩათვლით.
მერვე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში – მათ აზრს დიდი მნიშვნელობა
მიენიჭა, რაც მათ მოტივაციას აძლიერებდა. პირველი ამოცანა იყო თვითწარდგენა და მშობლის
თანხმობის დოკუმენტის ატვირთვა, ასევე ინფორმაციის გავრცელება სკოლის გვერდზე. შეიქმნა
პროექტის კუთხე სკოლაში. ლოგოსა და პოსტერის შექმნისას მოსწავლეებმა შეიძინეს კომპიუტერული
უნარ-ჩვევები და არჩევანი ქვიზის საშუალებით შეასრულეს.
მიმდინარეობდა შუალედური მონიტორინგი, რაც დაეხმარა მასწავლებელს
შეცდომების გამოსწორებაში და პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. ყველაზე დასამახსოვრებელი
აქტივობა იყო „რაპუნცელის“ ინსცენირება, სადაც მოსწავლეები აქტიურად და შემოქმედებითად
ჩაერთვნენ. აქტივობების წყალობით გაძლიერდა გუნდური მუშაობა და ურთიერთანამშრომლობა,
ციფრული ხელსაწყოების (Canva, Genially) გამოყენებით კი გაუმჯობესდა ტექნოლოგიური უნარები.
პროექტის დასასრულს შესაფასებელი
აქტივობების მეშვეობით გამოიკვეთა ძლიერი და სუსტი მხარეები. მომდევნო წელს გათვალისწინებული
იქნება ნაკლებად აქტიური მოსწავლეების ჩართვის გზები. პროექტი დასრულდა 2024 წლის მაისში,
მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მომავალ წელსაც
ჩაერთონ. პროექტს მიენიჭა როგორც ეროვნული, ისე ევროპული ხარისხის ნიშანი, მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდოებიც.
Comments
Post a Comment